თუ იაფ სტამბოლი
ავერსი ART WINDOWS

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება" ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ნაკრებს დაწესებული ჯილდო - 30 მილიონი ლარი გადაეცემა.

"ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ქართუმ" საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯილდოს სახით, ₾30 მლნ უნდა გადასცეს.

115