საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მიქაუტაძე გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად გახდა 3 გოლით „ოქროს ბუცის“ მფლობელი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალში სწორედ ესპანეთთან დამარცხდა.
ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის ოთხგზის ჩემპიონი გახდა. ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით - 2:1 დაამარცხა.