FIFA-მ სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. ხმის მიცემისას გათვალისწინებული იყო პერიოდი 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პროცედურაში ჩართული იყვნენ მედია, ფანები, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები, რომელთაგან თითოეულის “ხმის წონა” 25%-ით იყო შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოთა შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამოკითხვაში მეათე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ხვიჩა მესამე პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მედიის წარმომადგენელმა ზურაბ ფოცხვერიამ პირველი ადგილი მიაკუთვნეს.
აღსანიშნავია, რომ კარიერაში მესამედ, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა.