ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გოლი პირველი ტაიმის 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთან, როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.