celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროპის ჩემპიონატი ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ფინალის შესაფერის დაძაბულ და ემოციურ მატჩში გამარჯვება ესპანეთს დარჩა – 2:1.

  • ესპანეთის არც ნაკრები და არც კლუბი 2001 წლიდან მოყოლებული დიდი ტურნირის ფინალში არ დამარცხებულა.
  • ესპანეთმა მეოთხედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ეს რეკორდია. ევროპა სამჯერ აქვს მოგებული გერმანიას.
  • ინგლისი და ესპანეთი ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გარეტ საუთგეიტი მაშინ ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა. ინგლისმა მატჩი პენალტების სერიაში მოიგო (4:2).

ევრო 2024-ის გადამწყვეტი შეხვედრის წინ გაიმართა ფინალის გახსნის საზეიმო ცერემონია, შესრულდა ევრო 2024-ის ჰიმნი და ბერლინის ცა „ოლიმპიაშტადიონიდან“ გაშვებულმა ფოიერვერკებმა გაანათა.

151