პორტუგალიაში გრძელდება ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. მესამე საშეჯიბრო დღეს ტურნირზე ოთხ ქართველს ვიხილავთ, ესენი არიან: ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე (ორივე 81კგ), თამაზ კობერიძე (90კგ) და ნინო გულბანი (70კგ).
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით მედლის გარეშეა. პირველ დღეს კაკო ჩაფურიშვილსა (60 კგ) და თენგო ზირაქაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ორივე მათგანი დამარცხდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:
ვაჟები: 60 კგ | კაკო ჩაფურიშვილი. 66 კგ | თენგო ზირაქაშვილი. 73 კგ | გიორგი ტერაშვილი. 81 კგ | ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე. 90 კგ | თამაზ კობერიძე. 100 კგ | გიორგი ბადუაშვილი. +100 კგ | შალვა გურეშიძე.
გოგონები
48 კგ | მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია. 52 კგ | ელენე წიკლაური. 57 კგ | ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე. 63 კგ | ეთერ ასკილაშვილი. 70 კგ | ნინო გულბანი. +78 კგ | ნინო პაპიძე.