საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩი პრესკონფერენციაზე შეაჯამა და სტუმართა უპირატესობა აღიარა.
„უპირველესად, დარწმუნებული ვარ, იცით, რომ თქვენს კითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, მაგრამ დღეს ისეთი კატასტროფული ანგარიშით წავაგეთ, 300 კითხვაზე პასუხიც არ იქნება საკმარისი.
პირველ რიგში, ბოდიში ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივარს, რომელიც, ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდა, დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებდნენ.
შეიძლება ითქვას, დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც უბურთოდ, არც ტექნიკაში, არც კონტრშეტევაზე და თამაში ყველა დონეზე ჩავაგდეთ. უახლოეს პერიოდში დაველაპარაკები მოთამაშეებს, გავარჩევთ, რაც დღეს მოხდა. ვიმეორებ, კატასტროფული თამაში იყო, ეს ეხება როგორც მოთამაშებს, ასევე მე.
ჩვენ პატიოსნად უნდა დავილაპარაკოთ ერთმანეთთან და უნდა შევთანხმდეთ, რა დონეზე ვართ ახლა და რა დონეზე უნდა ვიყოთ მომავალ წელს ერთა ლიგის პლეი ოფისთვის, იმაზეც, ნორვეგიასთან მატჩისთვის რა მოლოდინები გამაჩნია.
ცუდი და კარგი თამაში ფეხბურეთის ნაწილია, მაგრამ ასეთი ჩავარდნა დაუშვებელია, დღეს ჩავთვალე, რომ გასახდელში ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ბოდიში, რომ დღეს ვერ გიპასუხებთ კითხვებზე, სალაპარაკო კი ბევრია.