ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ არლინგტონში 2023-24 წლების სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ გაიმართა – „ბარსელონამ“ და „რეალმა“ 82 026 მაყურებელს ნამდვილი სანახაობა მოუწყვეს.
მატჩის დასაწყისში გამოირჩეოდა „ბარსელონას“ ახალწვეული ორიოლ რომეუ, რომელმაც მეოთხე წუთზე ძელს გაარტყა ბურთი. კატალონელები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს, მადრიდელები კი პერიოდულად პრესინგს მიმართავდნენ.
პირველი გოლი „ბარსელონამ“ გაიტანა საჯარიმოდან გათამაშებული კომბინაციით რომლის ავტორიც უსმან დემბელე იყო.
მეორე ტაიმში მადრიდელები უფრო ახლოს იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, ვიდრე „ბარსელონა“ მეორე გოლთან, მაგრამ „რეალს“ არ უმართლებდა – კარლო ანჩელოტის გუნდმა 90 წუთში 28 დარტყმა შეასრულა და ხუთჯერ გაარტყა ბურთი ძელს.
გაუმართლა „ბარსელონას“ 20 წლის აღზრდილს, ფერმინ ლოპეს მარტინს. ის 66-ე წუთზე გამოვიდა მოედანზე და 85-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა, 90- წუთზე კი შედეგიანი გადაცემა მისცა ფერან ტორესს და მატჩი ანგარიშით 3:0 დასრულდა.