
თიბისის მხარდაჭერით, ავლაბარში, იუსტინე აბულაძის #15-ში, დეველოპერული კომპანია "მაილინ ჯგუფის" საცხოვრებელი კომპლექსი - "ავლაბარი რეზიდენს 2" შენდება.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წელს ჯაზფესტივალებს მეოთხე სეზონი, ზამთრის ფესტივალი Winter Jazz დაემატა, რომელსაც გუდაური 24-25 თებერვალს უმასპინძლებს.

თბილისის მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს. როგორც თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საკითხი გადასაწყვეტად საკრებულოს გადაეგზავნება.

“ტოიოტა ცენტრ თეგეტაში” ახალი CH-R-ს შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს თიბისი დაზღვევაში ავტოდაზღვევაზე სპეციალური პირობებით სარგებლობა შეუძლიათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2024 თერთმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, კვებითი მომსახურების სექტორში, მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ჯამური ფასის მითითების სტანდარტი დაადგინა.

12 ქართული კომპანია წარმოდგენილია ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine Paris“; ასევე 12 კომპანია მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „VinExpo Paris“.

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.

სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. საუბარია ქალზე, რომელიც მოკლე შუალედში ორჯერ იყო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წლის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა.