გაზაფხულსა და მზიან ამინდებს განსაკუთრებით უხდება დახვეწილი და განახლებული ექსტერიერი. კომპანია „ლეგი“ ახალ სეზონს სიახლეებით შეხვდა. ქვემოთ გაგაცნობთ მათ ორ ახალ ფილას: ნანო მიქსსა და ნანო აგურს.
“Ნანო მიქსი “
“ნანო მიქსი” ევროპაში საკმაოდ პოპულარულია. იგი შედგება 4 სხვადასხვა ზომის ფილისგან. მისი თანამედროვე სტილი ტერიტორიას ვიზუალურად უფრო მიმზიდველს და ესთეტიურს ხდის.
“ნანო მიქსი” იდეალურია ტროტუარების, ბილიკებისა და ეზოებისთვის. ასევე კომფორტულია სკუტერებით გადაადგილების დროს, რადგან ამ ფილის ზედაპირი, ქმნის მყარ სტრუქტურულ მთლიანობას და უზრუნველყოფს ზედაპირის სისწორეს.
“Ნანო აგური “
“ნანო აგური” საკმაოდ ცნობადი, ინოვაციური ფილაა. აგურის ზედაპირების მჭიდრო კავშირი და ერთმანეთში თავსებადობა უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმტკიცეს.
ფილა “ნანო აგურის” დახვეწილი და ერთგვაროვანი ზედაპირი ინტერიერს ტრადიციულ და ავანგარდულ იერს სძენს. მისი მრავალფეროვნება იძლევა უწყვეტი ინტეგრაციის საშუალებას სხვადასხვა არქიტექტურულ სტილსა და დიზაინის ელემენტებში.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ გვერდს: https://legi.ge/ ან დაუკავშირდეთ ნომერზე: +995 577 93 55 99.
(რ)