Forbes-ის უკრაინული ბიუროს ინფორმაციით, უკრაინის არმიამ 331,2 მილიარდი რუბლის, დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
მათი ინფორმაციით, განადგურებულ აღჭურვილობას შორისაა 33 თვითმფრინავი, 37 ვერტმფრენი, 251 ტანკი და 939 ერთეული ჯავშანტექნიკა.
„ტანკები, რომლებიც უკვე განადგურებულია, რუსეთს 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ხოლო ჯავშანტექნიკა - 0,6 მილიარდი დოლარი, თვითმფრინავები და ვერტმფრენები ერთად - 1,1 მილიარდი დოლარი“, - წერს მედიასაშუალება.
აღსანიშნავია,რომ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.