უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ხუთი დასახლებული პუნქტი რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს შემდეგ დასახლებებზე:ალექსანდროვკა, ფედოროვკა, უკრაინკა, შესტაკოვო, პობედა. ასევე, სოფელ ჩერკასკიეს ტიშკის ნაწილი
„რუსი სამხედროები ბლოკავენ ხარკოვის ოლქის ცალკეულ დასახლებებს, ახორციელებენ სისტემატურ დაბომბვას, მათ შორის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, იმ ადგილებში, სადაც უკრაინის ჯარები არიან კონცენტრირებული." – წერია ინფორმაციაში.