ეკონომიკის და მდგრადი მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას განცხადებით, თუკი სავაჭრო ობიექტების გახსნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ის განსაკუთრებული ზომებით დაიტვირთება.
„ზოგადადაც ძალიან დინამიური ვითარებაა. მივიღეთ ახალი ინფორმაცია დიდი ბრიტანეთიდან. ზოგადად, მისაღებია დაბალანსებული გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ეცოდინება ბიზნესს ჩვენი გადაწყვეტილება. თუკი მოხდა გადაწყვეტილების ლიბერალიზაცია ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი შოპინგი. თუკი ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს იქნება განსაკუთრებული ზომებით დატვირთული“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის დაპირების თანახმად, 24 დეკემბრიდან ეკონომიკა 3 იანვრამდე ნაწილობრივ უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ დრომდე, ჯერჯერობით, ზუსტი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.