დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში “ინდური შტამი” ჯერ არ არის დაფიქსირებული. ამის შესახებ იმნაძემ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.
BUSINESS TIME-ს კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ “ინდური შტამი” არის ქვეყანაში, მაგრამ ჯერ არ ხმაურდება შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს იმნაძემ უპასუხა რომ ჯერ არ არის.
“თუ დაფიქსირდება ვიტყვით, რა დაგვიმალია აქამდე? ჯერ არ არის” - განაცხადა პაატა იმნაძემ.