ესპანეთის ეროვნული ნაკრების მრთავალმა მწრთვნელმა ლუის ენრიკემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრის, საქართველოს-ესპანეთის მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა.
''ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა, ძალიან მაღალი დონის მოთმაშეა. თუ ასე გააგრძელებს, დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ'', - აღნიშნული ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ 44 წუთზე ანგარიში გახსნა. კვარაცხელიას გოლით
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოგებით დაასრულა.
ესპანეთის ნაკრებმა ანგარიში ფერან ტორესის გოლით 56-ე წუთზე გაათანაბრა. მეორე გოლი კი 93-ე წუთზე დანიელ ოლმოსმა გაიტანა.
შეხვედრა "დინამო არენაზე" ჩატარდა, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციის თანახმად, თამაშს მაყურებლების 30% ესწრებოდა.