როგორც სავაჭრო ცენტრი “თბილისი ცენტრალის” დირექტოტი ლევან ყარელაშვილი აცხადებს, წინასააღდგომო სავაჭრო აქტივობა 2019 წელთან შედარებით მეოთხედი იყო.
“ მაისის ე.წ არდადეგებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, უარესი იქნებოდა რომ დავკეტილიყავით, თუმცა ტრანსპორტმა შეფერხებები შექმნა, როგორც მომხმარებლის მოსვლისთვის ისე სავაჭრო ობიექტების პერსონალის გადაადგილებისათვის . თუ ავიღებთ ზოგადად ბიზნესაქტივობას და ბრუნვას, შარშანდელთან შედარებით უპრიანი არ იქნება შედარება, მაგრამ 2019 წელს, რომ შევადაროთ არის მეოთხედი იმის ეკონომიური აქტიურობა რაც მაშინ იყო.”- განუცხადა ყარელაშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს .
მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის მასობრივი ვაქცინაცია. ბიზნეს ასოციაციებმა თავიანთი მხარდაჭერა ამ კუთხით ადრეც დააფიქსირეს და სავააჭრო ცენტრის თანამშრომლებიც დადებითანდ არიან განწყობილი ვაქციანციასთან დაკავშირებით.