წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ,– ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს. გამყრელიძემ “ტვ პალიტრას” ეთერში გადაცემა “პოლიტ–ქალაქში” ისაუბრა.
“უნდა გავითავისოთ რასთან გვაქვს საქმე, ეს ხომ ჩვეულებრივი ეპიდემია არ არის?! ეს არის განსაკუთრებული ეპიდემია, პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში. რესტორანი კი კარგია მესმის, ეს შემოსავალია ადამიანისათვის, ეს ბიზნესია, მაგრამ განათლება?! ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.