ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის აღმოსავლეთ ფლანგზე არსებული მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, ქვეყნის ამ ნაწილში ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან.
"ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რუსი სამხედროები დონბასში, ხარკოვის მიმართულებით გროვდებიან, ახალი ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ჩვენ, კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის ვემზადებით. ჩვენ, აუცილებლად ყველა, როგორც შიდა, ასევე გარე შესაძლებლობებს ვიყენებთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - წინ მძიმე ბრძოლები გველის. ახლა ვერ ვიფიქრებთ, რომ ყველა გამოცდა უკვე ჩავაბარეთ. ჩვენ ყველანი ვიბრძვით გამარჯვებისთვის, მაგრამ როცა მოვა, ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა მოდის," - აღნიშნა ზელენსკიმ.