საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია "ცელსიუსი" 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2020 წელს დაარსებული კომპანია დღეს უკვე ბაზრის ლიდერად გვევლინება და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს მომხმარებელში.
"ცელსიუსის" წარმატების ისტორია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში მაღალი სტანდარტების დამკვიდრება ბაზარზე. კომპანია დღეს წარმოდგენილია 10 ლოკაციაზე საქართველოს მასშტაბით და აერთიანებს 100-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს.
ინოვაციური მიდგომებითა და მაღალი ხარისხის სტანდარტებით "ცელსიუსი" მჭიდროდ თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორებიცაა ARISTON, CHIQ და DEMIRDOKUM. კომპანიაში წარმოდგენილია სრული სპექტრი გათბობა-გაგრილების სისტემებისა - კონდიციონერებიდან ცენტრალურ გათბობის სისტემებამდე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანიის ტექნიკური სერვისის მაღალი დონე. ევროპული სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორია და გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ პროდუქციის გამართულ მუშაობას და სწრაფ მომსახურებას ნებისმიერი ტექნიკური საჭიროების შემთხვევაში.
იუბილესთან დაკავშირებით კომპანია განსაკუთრებულ შეთავაზებებს აცხადებს მომხმარებლებისთვის. "ჩვენი მთავარი მიზანია გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება როგორც კორპორატიულ, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებთან," - აცხადებენ კომპანიაში.
"ცელსიუსის" მომსახურება მოიცავს სრულ სერვისს - ადგილზე კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, პროფესიონალური მონტაჟითა და შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერით დასრულებული. კომპანიის სერვის-ცენტრი 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს პროდუქციის მიწოდებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
4 წლის განმავლობაში "ცელსიუსმა" დაამტკიცა, რომ მათი სლოგანი "კომფორტი ნებისმიერ ამინდში" არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს არის რეალური დაპირება, რომელსაც კომპანია ყოველდღიურად ასრულებს თავისი მომხმარებლის წინაშე.
მომავალი წლებისთვის "ცელსიუსი" კიდევ უფრო მეტ სიახლესა და ინოვაციურ მიდგომებს ჰპირდება მომხმარებელს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გააფართოებს კომპანიის შესაძლებლობებს ბაზარზე.
(R)