
წელს, 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) 6 765 ტონა მოცვის ექსპორტით ქვეყანამ $45.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდული მოცვის მოსავლის მოცულობა 4 877 ტონას შეადგენდა, ხოლო მიღებული შემოსავალი $27.7 მლნ იყო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მოცვის ექსპორტი ღირებულებაში წელს 63.4%-ით, მოცულობით კი 38.7%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთია, სადაც 8 თვეში $42.5 მლნ-ის ღირებულების 6 364 ტონა მოცვი გავყიდეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბაზარი ბოლო 5 წლის მონაცემებით უცვლელად ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას.
წელს მოცვის მთავარი საექსპორტო ბაზრების ტოპ-5 ჩამონათვალი ასეთია:
რუსეთი - $42.5 მლნ, 6 364 ტონა;
სომხეთი - $653 ათასი, 108 ტონა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - $559 ათასი, 66 ტონა;
პოლონეთი - $556 ათასი, 86 ტონა;
გერმანია - $541 ათასი, 68 ტონა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ბაზარზე მოცვის ექსპორტი წლიდან წლამდე მზარდ დინამიკას აჩვენებს.
BM.GE გთავაზობთ რუსეთში გაყიდული მოსავლის 2021-2025 წლის (იანვარ-აგვისტოს) სტატისტიკას:
2021 - $5 მლნ, 867 ტონა;
2022- $7.6 მლნ, 1 276 ტონა;
2023 - $18.3 მლნ, 3 061 ტონა;
2024 - $23.9 მლნ, 4 170 ტონა;
2025 - $ 42.5 მლნ, 6 364 ტონა.