წალკის კანიონის პანორამული ხიდის გახსნაზე ისრაელის კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა, რომ მრავალფეროვან ეკოტურისტულ სივრცეს, რომელიც განსხვავებულია ინფრასტრუქტურით, ნამდვილად შეიძლება ვუწოდოთ ქართული ტურიზმის ბრილიანტი.
„240-მეტრიანი შუშის ხიდი, რომლის შუაგულში დაკიდებულია შუშის კაფე-ბარი, უკვე დასრულებულია და ჩვენ გავდივართ პროცედურებს, რომელიც დასრულდება 2022 წლისთვის. ჩვენ ამ საოცარ ნაგებობას, ხიდზე დაკიდებულ ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით ვიხილავთ გინესის რეკორდების წიგნში.
აგრეთვე, მინდა გაცნობოთ, ეს არის ჩვენი ინვესტიციის მხოლოდ პირველი ნაწილი. ახლა კი ვაანონსებ რამდენიმე მილიონიანი ლარის ინვესტიციას, რომელიც განხორციელდება მიმდებარე ტერიტორიაზე და ჩვენ ვაპირებთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური აკვაპარკის მშენებლობას და დამატებით აშენდება 200 ვილა. რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს სახელმწიფოს მხარდაჭერის. ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ წალკა ვაქციოთ მსოფლიო ტურიზმის მიზიდულობის ცენტრად“, – განაცხადა კომპანია „კასს ლენდის“ წარმომადგენელმა.